1. პროექტის სახელწოდება: „გაცნობა მისალმებით იწყება“ – „Kennenlernen fängt mit Begrüßen an“
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან გერმანული მისალმების წესებს, შეადარებენ მათ ქართულს; შეადგენენ რჩევებს ქართველებისა და გერმანელებისათვის, თუ როგორ მიესალმონ ადგილობრივებს შესაბამის ქვეყნებში.
3. პროექტის სრული აღწერა: სხვადასხვა ქვეყნისათვის მისალმების სხვადასხა წესია დამახასიათებელი. ხშირად ამ წესების არცოდნა უხერხულ სიტუაციებსაც ქმნის. გერმანული მისალმების წესები ქართულისაგან საკმაოდ განსხვავდება – უფრო მოკრძალებულია და თავდაჭერილი. მოსწავლეები ინტერნეტისა და სხვადასხვა წიგნების საშუალებით მოიძიებენ ქართულ და გერმანულ მისალმების სიტყვებსა და წესებს სხვადასხვა სიტუაციებში, შეადარებენ ერთმანეთს, იპოვნიან მსგავსებებსა და განსხვავებებს, შეადგენენ მისალმების წესებს ქართველებისათვის გერმანიაში და გერმანელებისათვის საქართველოში. აღნიშული პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა სენსიბილიზაციას და ტოლერანტულ დამოკიდებულებას უცხო ქვეყნების ტრადიციებისადმი.
4. მონაწილეთა ასაკი: 17–18წ.
5. ვადები, ხანგრძლივობა: 3 კვირა
6. პროექტის შესაძლო აქტივობები: მისალმების სხვადასხვა წესების გაცნობა
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეიწავლიან გერმანული მისალმების წესებს და საჭიროების შემთხვევაში შეძლებენ მათ ადეკვატურ გამოყენებას.
8. სამუშაო ენა: ქართული და გერმანული
9. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
4. მონაწილეთა ასაკი: 17–18წ.
5. ვადები, ხანგრძლივობა: 3 კვირა
6. პროექტის შესაძლო აქტივობები: მისალმების სხვადასხვა წესების გაცნობა
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეიწავლიან გერმანული მისალმების წესებს და საჭიროების შემთხვევაში შეძლებენ მათ ადეკვატურ გამოყენებას.
8. სამუშაო ენა: ქართული და გერმანული
9. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
უცხ.ს.7.21. მოსწავლეები ამუშავებენ უცხოენოვან წყაროებს/ტექსტებს შემდგომი გამოყენებისათვის (მაგალითად, მასალის მოძიება -შეგროვება სასკოლო პროექტის განსახორციელებლად)
უცხ.ს7.10. მოსწავლე წერს სხვადასხვა ტიპის ტექსტს აქტუალურ თემაზე
უცხ.ს7.11. წერისას მოსწავლე ქმნის ტექსტის სტრუქტურას, ფლობს და ფუნქციურად იყენებს საბაზისო ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს
უცხ.ს7.12. მოსწავლე ფლობს და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს წერის პროცესის ყველა ეტაპზე (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება)
უცხ.ს7.16. წარმოადგენს ზეპირ მოხსენებას (პრეზენტაციას) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო.
უცხ.ს7.19. მოსწავლე იჩენს ინტერსს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურული თავისებურებების მიმართ.
10. პროექტის ფასილიტატორის სახელი: იზა შათირიშვილი
11. პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: izageo777@gmail.com
12. პროექტის ვებ-გვერდი: www.izageo777.blogspot.com
10. პროექტის ფასილიტატორის სახელი: იზა შათირიშვილი
11. პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: izageo777@gmail.com
12. პროექტის ვებ-გვერდი: www.izageo777.blogspot.com
No comments:
Post a Comment